ებრალიძის თქმით, მოლაპარაკებები “Tbilisi Open Air 2014”-ის მონაწილე შემსრულებლებთან ჯერ კიდევ მიმდინარეობს და, შესაბამისად, უცნობია, ვინ მიიღებენ მონაწილეობას მუსიკალურ ფესტივალში. ებრალიძის განცხადებით, ფესტივალის სავარაუდო სტუმრებს შორის 2014 წელს “Radiohead” არ არის.
Tbilisi Open Air კომპანია “ალტერვიჟენ ჯგუფის” მიერ ორგანიზებული მუსიკალური ფესტივალია, რომლის დევიზია “მუსიკა ათავისუფლებს.” ფესტივალი 2009 წლიდან იმართება.








