ხელოვნება

“Sleep Party People” – “Batumi Summer Set”–ის მეორე დღე [ფოტო]

24 აგვისტო, 2013 • • 1333
“Sleep Party People”  – “Batumi Summer Set”–ის მეორე დღე [ფოტო]

23 აგვისტოს “Batumi Summer Set”- ის მეორე დღეს ფესტივალის სტუმრების წინაშე  “Sleep Party People” წარდგა.  “ნეტგაზეთი” ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ. 

დღეს, 24 აგვისტოს კი, ფესტივალის დასკვნითი დღე ძლიერი წვიმის გამო ჩაიშალა. თუმცა დღევანდელი ღონისძიება სექტემბერში თბილისში გაიმართება და როგორც ფესტივალის პიარ–მენეჯერმა, ნიკა დვალაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, ყველას, ვისაც ბილეთი შეძენილი აქვს, ღონისძიებაზე დასწრებას შეძლებს. 

დღევანდელი დღის მთავარი მოვლენა Faithless იყო, რომელიც მინიმალისა და ტექნოს ჟანრში  ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი პრესტიჯული მუსიკალური პროექტია. ასევე დღეს უნდა გამოსულიყვნენ VAKO KEY &VAKO T. MAO & THE MINS, GIO SHENGELIA &SIKHA, RONE, VINCENT & LASHA

მასალების გადაბეჭდვის წესი