ხელოვნება

ბათუმში “ღამის სერენადები” გაიმართება

22 აგვისტო, 2013 • 1519
ბათუმში “ღამის სერენადები” გაიმართება

კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კლასიკური მუსიკის ფესტივალი გონიოს ნაცვლად ქალაქ ბათუმში, საზაფხულო თეატრში ჩატარდება. მასში მონაწილეობას საფესტივალო კამერული ორკესტრი „ფეისბუკის ვირტუოზები“ მიიღებს, რომელიც ლიანა ისაკაძის ინიციატივით შეიქმნა.

 

ექვსი დღის განმავლობაში ფესტივალის ფარგლებში ბათუმს გერმანელი დირიჟორი იუსტუს ფრანცი, ფრანგი პიანისტი ალექსეი ლიუბიმოვი, მსოფლიოში ცნობილი ავსტრიელი დირიჟორი თომას როზნერი, შვედი ჩელისტი  იან-ერიკ გუსტაფსონი, ფინელი პიანისტი ჟანე მერტანენი მონაწილეობენ.

„ღამის სერენადები“ ოფიციალურად დაიხურება თბილიში. საზეიმო დახურვა 3 სექტემბერს რუსთაველის თეატრში გაიმართება. აფხაზეთში, ქალაქ ბიჭვინთაში დაარსებული ფესტივალი მეხუთე წელია აღდგა. წელს ფესტივალს ორგანიზებას საქართველოს კულტურის პალატა გაუწევს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი