ხელოვნება

22 აგვისტოს Batumi Summer Set იწყება

21 აგვისტო, 2013 • 1259
22 აგვისტოს Batumi Summer Set  იწყება

 

22 აგვისტოს ბათუმში  „Batumi Summer Set“  იწყება. ზღვისპირას, „Miracle Park”-ის მიმდებარე ტერიტორიაზე  საფესტივალო ქალაქის მშენებლობა თითქმის დასრულებულია.

 

 

„Batumi Summer Set“- ის  მთავარი მოვლენა, 1979 წელს ჩამოყალიბებული, დანიური ელექტრონული მუსიკის დუეტი „Laid Back“-ია, რომელიც ფესტივალს გახსნის და 22 აგვისტოს ძველ და ახალ ჰიტებს შესთავაზებს მსმენელს. 

 

„ის სიმღერები, რომელიც  ყველაზე პოპულარულია საქართველოში, Sunshine Reggae და  Happy Dreamer,  ხვალ შესრულდება,“ – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე  „Laid Back“-ის ვოკალისტმა. 

 

 „ფესტივალის მიზანი ქართველი არტისტების პრომოუშენია. ეს არტისტები დაუკრავენ ძალიან დიდი სახელების გვერდით და, შესაბამისად, მათ კარიერაში ძალიან კარგად ჩაიწერება მსგავს  ფესტივალში მონაწილეობის მიღება.  ამასთან,  ფესტივალის ბათუმის პრომოუშენსაც ემსახურება და აჭარის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა ფესტივალის არტ მენეჯერმა ტატო ხარჩილავამ.

 

„Batumi Summer Set“-ს 22 აგვისტოს  საღამოს რვა საათზე SOLAR ECLIPSE გახსნის, ასევე გამოვლენ BACHO&COBERT,  ღამის 12 საათზე სცენა მთავარ ჰედლაინერს LAID BACK -ს დაეთმობა, ხოლო მის შემდეგ მექსიკელი დიჯეი  BETOKO გამოვა. ასევე 22 აგვისტოს ბათუმში დაუკრავს დიჯეი SYNKRO დიდი ბრიტანეთიდან. შუაღამეს კი, პირველ საფესტივალო დღეს, გერმანელი დიჯეი PHON-O დახურავს.

 

 „Batumi Summer Set“ ბათუმში უკვე მეორედ იმართება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი