ხელოვნება

ნინო ქათამაძისა და “ინსაითის” კონცერტი “არტ–გენზე”

19 ივლისი, 2013 • 1052
ნინო ქათამაძისა და “ინსაითის” კონცერტი “არტ–გენზე”

მაყურებელთა ნაწილი ეთნოგრაფიულ მუზეუმში კონცერტის დაწყებას რამდენიმე საათით ადრე ელოდა.  საღამოს 10 საათისთვის კი ადამიანთა რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ ამფითეატრის სცენის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად გაავსო.

კონცერტის მიმდინარეობის დროს პერიოდულად წვიმდა. უამინდობის მიუხედავად, საღამომ სრული ანშლაგით ჩაიარა.

“ჩემს ქვეყანაში სხვაგვარი ტაშია. ყველა ენაზე ხელისგულს სხვა სახელი ჰქვია. მხოლოდ საქართველოში უკრავენ ტაშს ხელისგულებით.”– მიმართა ნინო ქათამაძემ სცენიდან მაყურებელს.

ფესტივალი “არტ–გენი” წელს უკვე მეათედ ტარდება საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმში და მიზნად ისახავს საოჯახო ფოლკლორისა და სხვადასხვა ძირძველი ტრადიციის მოძიებასა და  პოპულარიზებას.

ფესტივალი 21 ივლისს ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფ 33ა-ს კონცერტით დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი