ხელოვნება

ნოდარ დუმბაძის საიუბილეო საღამო ეროვნულ ბიბლიოთეკაში

15 ივლისი, 2013 • 3470
ნოდარ დუმბაძის საიუბილეო საღამო ეროვნულ ბიბლიოთეკაში

ღონისძიება ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში 7 საათზე დაიწყო. მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დაესწრო. 

 

დავით უსუფაშვილმა ნოდარ დუმბაძის შემოქმედფება შეაფასა. მისი თქმით, მან ქართულად კითხვა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებით ისწავლა. 

 

“ნოდარ დუმბაძე ცალკე მოვლენა და ფენომენია ჩვენს მწერლობაში, კულტურაში. იმიტომ, რომ მან შეძლო ასე გასაგებად აეხსნა ყველასთვის, რომ ადამიანი არის კეთილი და კეთილშობილი მაშინაც კი, როცა ციხეშია გამომწყვდეული. ყუველაზე დიდ ბოროტმოქმედებსაც კი უძგერთ გული, რომელიც სიყვარულით არის სავსე,”– განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

 

ქეთევან დუმბაძემ, ნოდარ დუმბაძის შვილმა და დღვანდელი საღამოს ერთ–ერთმა ორგანიზატორმა თქვა, რომ ნოდარ დუმბაძისადმი მიძღვნილი ღონისძებები 17 ივლისს ჩოხატაურში გაგრძელდება. 30 ქვეყნიდან ჩამოსული ასამდე მწერალი ნოდარ დუმბაძის სახლ–მუზეუმს მოინახულებს და მწერალს გაიხსენებს. 

 

“აქ არის გამოტანილი მისი ფოტოები, მთელი ცხოვრება ხელის გულზეა. აქ არის მისი ნახატები, რომელსაც ფართო საზოგადოება არ იცნობდა; ხელნაწერები, უცხოური გამოცემები. ფილმის ჩვენება მიმდინარეობს, რომელსაც ქვია ” მე, ბაბუა, ილიკო და ილარიონი”, იმიტომ, რომ მისი შვილიშვილის გაკეთებულია ეს ფილმი,”– განაცხადა ქეთევან დუმბაძემ. 

 

ღონისძებაზე წარმოდგენილი იყო ნოდარ დუმბაძის ნახატები, მისი წიგნები, რომლებიც ქართულ, ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზეა ნათარგმნი. გამოფენილი იყო ჟურნალ ნიანგის ნომრები, რომლის რედაქტორიც 1967–72 წლებში თავად იყო. გიორგი კეკელიძის, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის თქმით, გამოფენილი წიგნები ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან იყო გამოტანილი. 

 

ნოდარ დუმბაძე 1928 წლის 14 ივლისს თბილისში დაიბადა. დედ–მამის გარდაცვალების შემდეგ 15 წლის ახალგაზრდა ბებიასა და ბაბუასთან ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში გადავიდა საცხოვრებლად. ზენობანში მისი სახლ–მუზეუმი დღესაც ფუნქციონირებს. 

 

ნოდარ დუმბაძის ლექსები თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტობის წლებში (1945–1950) ლიტერატურულ ალმანახში იბეჭდებოდა. მწერალს პოპულარობა მოუტანა მისმა მოთხორბებმა და რომანებმა: “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი,” მე ვხადავ მზეს”, “მარადისობის კანონი.” დუმბაძეს ლიტერატურული მოღვაწეობისთვის 1975 წელს მიენიჭა რუსთაველის პრემია, 1980 წელს- ლენინური პრემია.

 

მწერალი, რომლის ინიცაიტივით თბილისში საბავშვო ქალაქი “მზიური” შეიქმნა, 1982 წელს გარდაიცვალა. იგი ჯერ “მზიურში” დაასაფლავეს, 2009 წლის 14 სექმტემბერს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს. წელს ნოდარ დუამბაძის საიუბილეო დღეების აღნიშვნა გუშინ, 14 ივლისს ჩოხატაურიდან დაიწყეს. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი