ხელოვნება

“ნიჭიერთა ათწლედის” პროტესტი მუსიკის ფონზე [ვიდეო]

12 ივნისი, 2013 • 1177
“ნიჭიერთა ათწლედის” პროტესტი მუსიკის ფონზე [ვიდეო]

დღეს, 6 საათზე რუსთაველის გამზირზე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და მხარდამჭერებმა აქცია- კონცერტი გამართეს.

 

აქციაზე მისული ასამდე ადამიანი ითხოვდა, რომ სამუსიკო სასწავლებელს, ე.წ ნიჭიერთა ათწლედს კულტურის სამინისტრომ მორალური მხარდაჭერა გაუწიოს.

 

თამარ შემგელიას, სკოლის დირექტორის თქმით, კულტურის სამინისტრომ შარშან დაფინანსება 500 ათასი ლარი გამოუყო, თუმცა წელს მათ არ აქვთ დაფინანსება. თამარი ამბობს, რომ ისინი კონკრეტულ თანხას არ ითხოვენ, ამ ეტაპზე მათთვის მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრო კონტაქტზე გამოვიდეს და მათთან დალოგი დაიწყოს.

 

თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. სკოლაში 200 მასწავლებელი მუშაობს და 600 მოსწავლე სწავლობს.

 

2013 წლის 8 მაისს სამუსიკო სასწავლებელმა პრემიერ- მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართა, რომლის მიხედვითაც სკოლის წარმომადგენლები მორალურ მხარდაჭერას ითხოვდნენ. მათი თქმით, კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნები სამუსიკო სკოლას იგნორირებას უკეთებენ, რაც სკოლის დირექტორის პიროვნულმა ფაქტორმა გადაწყვიტა.

 

თამარ შენგელიამ განცხადება დაწერა გადადგომის შესახებ, რომელიც კულტურის სამინისტროს ჯერ არ დაუკმაყოფილებია. დღევანდელ აქციაზე მისული ადამიანები თამარ შენგელიას განაცხადის უკან გამოტანისკენ მოუწოდებდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი