ხელოვნება

ზემფირა საქართველოში ორ კონცერტს გამართავს

4 ივნისი, 2013 • 2006
ზემფირა საქართველოში ორ კონცერტს გამართავს

მომღერალი მსმენელის წინაშე უახლესი ალბომით «Жить в твоей голове» პრემიერით წარსდგება. აღნიშნული ალბომი მომღერალმა თებერვლის თვიდან რუსეთში, უკრაინისა და ბალტიისპირეთში წარადგინა. ივნისის თვეში მომღერალი ევროპაში იმოგზაურებს და უკვე ივლისის ბოლოს ქართველი მსმენელისთვის იმღერებს.

 

კონცერტებზე დასასწრები პირველი 300 ბილეთი 6 ივნისიდან, განსაკუთრებულ ფასად, 45 ლარად გაიყიდება, შემდგომ კი ბილეთების ფასი გაიზრდება და 60 ლარი იქნება. ხოლო 13 ივნისიდან VIP ბილეთების რეალიზაცია დაიწყება. ბილეთების შეძენა www.ticketservice.ge-ზე იქნება შესაძლებებელი.

ზემფირა
ზემფირა

მასალების გადაბეჭდვის წესი