ხელოვნება

ჩეხეთსა და საქართველოს შორის კულტურული გაცვლითი პროგრამები დაიწყება

29 მაისი, 2013 • 1198
ჩეხეთსა და საქართველოს შორის კულტურული გაცვლითი პროგრამები დაიწყება

კულტურის სამინისტროში დღეს, 29 მაისს, გამართულ შეხვდრაზე ჩეხეთის კულტურის მინისტრმა ალენა ჰონაკოვამ განაცხადა, რომ იგი დაინტერესებულია საქართველოსა და ჩეხეთს შორის კულტურული ურთიერთობების გაძლიერებით. 

 

“თქვენ გაქვთ ძალიან მდიდარი ისტორია, ხელოვნება. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ თანამშრომლობა კინემატოგრაფიის, თეატრის, მხატვრობის და სხვა დარგებში. უპირველესად, ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ გავაკეთოთ პრეზენტაცია თბილისში ჩეხეთის არქიტექტურის ისტორიის შესახებ,”- განაცახადა ალენა ჰონაკოვამ. 

 

“ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან დიდ სიახლოვეზე ჩვენი კულტურების. განსაკუთრებით ის [ალენა ჰონაკოვა] დაინტერესებულია ძეგლთა დაცვის პრობლემებით, თეატრით, მუსიკით, გაცვლითი კულტურული პროგრამებით. ეს დაიწყება დაახლოებით სექტემბერში. მაგალითად, ჩამოვა ცნობილი თეატრები პრაღის, რუსთაველის თეატრი პრაღაში, და ასევე, თანამედროვე მხატვრები და მუსიკოსები,”- განაცხადა გურამ ოდიშარიამ.

 

ჩეხეთის დელეგაციის სხვა წევრები იყვნენ: მარკეტა ჩევჩიკოვა, მინისტრის კაბინეტის უფროსი, პეტრ ჰნიზდო- საერტაშორისო დეპარტამენტის უფროსი და ჩეხეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ივან ესტრაბი. 

 

შეხვედრის შემდეგ მინისტრები საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდსა და ეროვნულ გალერეაში, დავით კაკაბაძის ნამუშევრების გამოფენას დაათვალიერებნ. 

 

გურამ ოდიშარიას თქმით, ჩეხეთის დელეგაციასთან ერთად ისიც გაემგზავრება ბაქოში დაგეგმილ მინისტერიალზე, რომელშიც 40 ქვეყნის კულტურის მინისტრები მონაწილეობენ. 

გურამ ოდიშარია და ალენა ჰონაკოვა
გურამ ოდიშარია და ალენა ჰონაკოვა




მასალების გადაბეჭდვის წესი