ხელოვნება

თბილისის წიგნის ფესტივალი 23 მაისს დაიწყება

22 მაისი, 2013 • 1094
თბილისის წიგნის ფესტივალი 23 მაისს დაიწყება

წიგნის ოთხდღიანი საიუბილეო ბაზრობა ”ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში ჩატარდება და მასში 66 გამომცემლობა, წიგნის გამავრცელებელი კომპანია, წიგნის მაღაზია და საერთშორისო ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას. თბილისის წიგნის ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

 

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა მიერ დაგეგმილი ღონისძიებები:

 

”ექსპო ჯორჯიას” პავილიონში გაიმართება წიგნის პრეზენტაციები და მწერალთა კითხვები, როგორც მთავარ სცენაზე, ისე გამომცემლობების სტენდებთან, ღონისძიებები ასევე ჩატარდება თბილისის მასშტაბით:

 

თბილისის წიგნის ფესტივალის გასხნა და კატალოგის პრეზენტაცია 23 მაისს, 19:00 საათზე მწერლის სახლში შედგება.


23 მაისს, 20:00 საათზე  ლიტერატურული პორტალის librivivi.ge-ს პრეზენტაცია კაფე “ლიგამუსში


25 მაისს, 19:00 საათზე ქალ მწერალთა ანთოლოგიის “შავი ავაზა” პრეზენტაცია მწერლის სახლში


26 მაისს, 18:00 საათზე ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

 

ფესტივალი 26 მაისს, 21 საათზე “პოეზიის ღამით” დაიხურება. მასში მონაწილეობას თანამედროვე ქართველი პოეტები მიიღებენ. სულ ფესტივალის ფარგლებში 50-მდე ლიტერატურული ღონისძიება გაიმართება.

 

თბილისის წიგნის XV საერთაშორისო ფესტივალი 1998 წლიდან იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი