ხელოვნება

“დედამიწის საათის” ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდება

13 მაისი, 2013 •
“დედამიწის საათის” ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდება

“დედამიწის საათის საქართველოს” აქციის ორგანიზატორები არიან: სასტუმროების ქსელი „შერატონი“, ბილაინი, ახალი ნათება, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების კავკასიური ქსელი (CENN) და გაზეთი Georgia Today. გამარჯვებულებს მათ მიერ დაწესებული პრიზები გადაეცემათ.

 

“ხუთივე გამარჯვებულს მიეცემა  შესაძლებლობა, მოინახულოს საქართველოს დაცული ტერიტორიები და კიდევ უფრო მეტი განსაცვიფრებელი ფოტო და ვიდეო გადაიღოს, რასაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  სამინისტრო და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფენ,”– ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი.

 

ფოტოკონკურსი „დედამიწის საათის საქართველოში“ საქართველოში „დედამიწის საათის“ შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად გამოცხადდა. დედამიწის საათის ფარგლებში 23 მარტს ფოტოკონკურსის მონაწილეებმა საკვანძო შენობების ფოტოები ელექტროგანათების ჩაქრობამდე და მისი ჩაქრობის შემდეგ გადაიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი