ხელოვნება

ფესტივალი OASIS მცხეთაში

13 მაისი, 2013 • 1312
ფესტივალი OASIS მცხეთაში

„როდესაც პირველად მოვხვდი თეატრონში, მე ნამდვილი ოაზისი დავინახე და მივხვდი, რომ ეს ადგილი იდეალური იყო ჩვენი იდეისთვის, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ჩაგვესახა და მდგომარეობდა იმაში, რომ გაგვეკეთებინა მაღალი დონის, ევროპული ფესტივალი თბილისთან ახლოს,“- აცხადებს ფესტივალის გენერალური დირექტორი კირილ ხიმიჩევი.

 

ფესტივალში მონაწილეობას ქართული და უცხოური ჯგუფები მიიღებენ: Мумий Тролль, გერმანული ელექტრონული ჯგუფი WhoMadeWho, უკრაინელი რეგგი-გურუ – Сансей, გერმანული Jahcoozi და ქართული LOUDspeakers.

 

“ორი დღის განმავლობაში, პარკის ტერიტორიაზე გამოვლენ სხვადასხვა უცხოური და ქართული ჯგუფები, მაგრამ მუსიკალური ნაწილის გარდა, ორგანიზატორები უზრუნველყოფენ სპორტულ შეჯიბრებს (როგორც დიდებისთვის ისე პატარებისთვის), ხელნაკეთი ნივთების გამოფენას, კემპინგის ზონას, კვების ობიექტებს და ავტოსადგომს,” ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

 

ბილეთების შეძენა 15 მაისიდან დაიწყება. გაყიდვაში 8 ათასი ბილეთი იქნება, რომელთა მინიმალური ფასი 19 ლარი იქნება.

 

მცხეთა
მცხეთა

მასალების გადაბეჭდვის წესი