ხელოვნება

წელს პირველად ჯაზის საერთაშორისო დღეს საქართველოც აღნიშნავს

23 აპრილი, 2013 • • 1409
წელს პირველად ჯაზის საერთაშორისო დღეს საქართველოც აღნიშნავს

ჰერბი ჰენკოკი
ჰერბი ჰენკოკი

იუნესკოს მიერ 2011 წელს დაწესებულ ამ საერთაშორისო დღეს მსოფლიოს მასშტაბით 250-ამდე ივენთი იმართება. თუმცა წლევანდელი ზეიმის მთავარი მასპინძელი და ეპიცენტრი ქალაქი სტამბულია. თურქეთის დედაქალაქში ვარსკვლავები გალა კონცერტისთვის მთელი მსოფლიოდან  ჩავლენ.  მონაწილეთა არასრული სია ასე გამოიყურება: George Duke, Robert Glasper, Herbie Hancock, Keiko Matsui, Al Jarreau, Dianne Reeves,  Hugh Masekela, Christian Scott, Marcus Miller, Jean-Luc Ponty, Ben Williams, John McLaughlin, Lee Ritenou და სხვები.

ბიგ ბენდის კონცერტის შემდეგ ივენთ ჰოლის დიდ ეკრანზე სტამბულში გამართული გალა კონცერტის ტრანსლირება პირდაპირ ეთერში არის დაგეგმილი.

ჯაზის დღის აღნიშვნას ორგანიზებას “ისთერნ პრომოუშენსი”, რადიო JazzFM 97.5-სა და Club Jazz Unlimited-თან ერთად უწევს. ღონისძიებას მხარს საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, კულტურისა სამინისტრო და თბილისის მერია უჭერენ. სპონსორები კი ამერიკის საელჩო საქართველოში და „TBC Status“ არიან.

 

30 აპრილის ჯაზის საერთაშორისო დღედ გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (იუნესკო) 2011 წელს მიიღო, სხვადასხვა კულტურის ადამიანების გაერთიანებაში ჯაზის დიპლომატიური როლის ხაზგასმის მიზნით. წელს ეს დღე მეორედ აღინიშნება და მის ორგანიზებაში მონაწილეობას, იუნესკოს გენერალურ მდივან ირინა ბოკოვასთან ერთად, იუნესკოს კეთილი ნების ელჩი ინტერკულტურულ დიალოგში, ლეგენდარული კომპოზიტორი და შემსრულებელი ჰერბი ჰენკოკი იღებს.

“ჯაზის საერთაშორისო დღეს ჯაზს მსოფლიოს გარშემო მთელი 24 საათის განმავლობაში  სწავლობენ, ასრულებენ და ზეიმობენ” – ამბობს ჰერბი ჰენკოკი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი