ხელოვნება

კულტურის სამინისტრო 4 კონკურსს აცხადებს

17 აპრილი, 2013 • • 1602
კულტურის სამინისტრო 4 კონკურსს აცხადებს

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეები მანანა ბერიკაშვილი და ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეები მანანა ბერიკაშვილი და ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი.

“სახვითი ხელოვნების განვითარების 2013 წლის პროგრამის” ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის მიზნები, კულტურის სამინისტროს განცხადებით, საქართველოს რეგიონებში გაცვლითი, თემატური, ჯგუფური გამოფენებისა და ფესტივალების ორგანიზებით, ადგილობრივი სახელოსნოების ამოქმედებით, კულტურული ცხოვრების გააქტიურება და მისი შემდგომი განვითარების ხელშეწყობაა სახვითი ხელოვნების სხვადასხვა დარგში: ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, ფოტოხელოვნება, დეკორატიულ–გამოყენებითი ხელოვნება და სხვა. გარდა ამისა, ინიციატივა მიზნად ისახავს მომუშავე შემოქმედთა სტიმულირებას, ცნობილი და ახალი სახეების წარმოჩენასა და პოპულარიზაცის.


სამინისტროს განცხადებით, კონკურსები ღვაწლმოსილი ხელოვანების ხსოვნისა თუ საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მხარდაჭერასაც გულისხმობს და „სახვითი ხელოვნების განვითარების 2013 წლის პროგრამის“ ფარგლებში, პრიორიტეტების შესაბამისად, “დაახლოებით 5 გამარჯვებული პროექტის” დაფინანსების შესაძლებლობას იძლევა.


„პროფესიული მუსიკალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტი ქართული საკომპოზიტორო შემოქმედების განვითარების ხელშეწყობაა და 2013 წლის მანძილზე რამდენიმე კონკურსის ჩატარებას ითვალისწინებს; მათ შორის კონკურსები სიმებიანი კვარტეტისა და საფორტეპიანო ტრიოს ჟანრებში, აგრეთვე, კონკურსი სტუდენტი მუსიკისმცოდნეებისთვის, საუკეთესო კრიტიკული წერილის გამოსავლენად.


კონკურსების გამარჯვებულებზე ფულადი პრემიები გაიცემა:


კონკურსების მიზნები საქართველოში საკომპოზიტორო შემოქმედების სტიმულირება და საუკეთესო ნიმუშების წარმოჩენა; ქართული კლასიკური მუსიკის გამდიდრება ახალი კამერული ნაწარმოებებით, კოლექტივების რეპერტუარის შევსება-გადახალისება და თანამედროვე ქართული მუსიკის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესის გაღვივებაა. გარდა ამისა, კონკურსმა მუსიკათმცოდნეობის განვითარების ხელშემწყობი პროექტებიც უნდა გამოავლინოს.

 

ინფორმაცია თითოეული კონკურსის პირობებსა და ვადებზე შეგიძლიათ იხილოთ შესაბამის ლინკებზე:

 

კონკურსი საუკეთესო სიმებიანი კვარტეტისა და საფორტეპიანო ტრიოს გამოსავლენად.

 

კონკურსი სტუდენტი მუსიკისმცოდნეებისთვის,საუკეთესო კრიტიკული წერილის გამოსავლენად.

 

კონკურსი “საქართველოს რეგიონებში გამოფენებისა და მასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების ხელშეწყობაზე”.

 

კონკურსი “საიუბილეო ღონისძიებების მხარდაჭერაზე”.


მასალების გადაბეჭდვის წესი