ხელოვნება

“Gangnam style”–ის შემსრულებლის ახალი ვიდეო Youtube-ზე

13 აპრილი, 2013 • • 1413
“Gangnam style”–ის შემსრულებლის ახალი  ვიდეო Youtube-ზე

შეგახსენებთ, რომ სამხრეთკორეელი რეპერი Psy სიმღერით “Gangnam style” გახდა ცნობილი. ვიდეო youtube რეკორდსმენია და მას ამ დროისთვის 1  518, 833, 826 ნახვა აქვს. 

 

2012 წლის 11 ნოემბერს MTV Europe Music Awards–ის გამარჯვებული გახდა და წლის საუკეთესო ვიდეოდ აღიარეს.

 

20 სექტემბერს ვიდეო გინესის რეკორდების წიგნში შევიდა როგორც ვიდეო, რომელმაც youtube-ზე ყველაზე მეტი მოწონება (like) დააგროვა.

 

Gangnam–ი კორეის ქალაქ სეულის რაიონის ერთ–ერთი ქუჩაა, სიმღერა სწორედ ამ რაიონის ცხოვრების სტილს ეძღვნება.

 

კლიპი გამოსვლისთანავე პოპულარული გახდა, The Los Angeles Times–ი წერდა, რომ სიმღერამ მთელი მსოფლიო მოხიბლა. K-Pop–ის სტილის სიმღერამ ევროპის და აზიის ჩარტები დაიპყრო და გამოსვლიდან რამდენიმე თვეში iTunes–ის ჩარტის სათავეში მოექცა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი