ხელოვნება

სტინგის კონცერტის 1500 ბილეთი პრეზიდენტის ადმინისტრაციას

12 აპრილი, 2013 • • 1541
სტინგის კონცერტის 1500 ბილეთი პრეზიდენტის ადმინისტრაციას

სტინგის კონცერტი ბათუმში
სტინგის კონცერტი ბათუმში

ანგარიშის თანახმად, 2011 წლის 3 ივლისს შპს „ისთერნ პრომოუშენს“ ბათუმში სტინგისა და კრის ბოტის კონცერტის ორგანიზებისათვის კულტურის სამინისტრომ 1 264 700 ლარი (750 000 აშშ დოლარი) გამოუყო.  

„ისთერნ პრომოუშენის“ მიერ ქვე-კონტრაქტორებთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით სტინგის ჰონორარი 300 000 აშშ დოლარს შეადგენდა, კრის ბოტისა კი – 90 000 აშშ დოლარს გადასახადების გარეშე.

ხელშეკრულების თანახმად „ისთერნ პრომოუშენს“ უნდა მოეხდინა 1 500 დასაჯდომი ბილეთის რეალიზაცია (თითოეულის  ფასი 250 აშშ დოლარი), და 375 000 აშშ დოლარის შემოსავალი მიეღო.

 

ან თანხის განკარგვა კი შემდეგნაირად იყო დაგეგმილი :

 

 

გაყიდული ბილეთებიდან შემოსული 100 000 დოლარი მუსიკოსების ჰონორარს უნდა დამატებოდა (50 000 დოლარი თითოეულს), დანარჩენი 275 000 დოლარი კი უნდა გახარჯულიყო საქველმოქმედოდ.

 

თუმცა, აუდიტის დასკვნის მიხედვით, ცნობილი ხდება, რომ  კულტურის  სამინისტრომ დაგეგმილი 1 500 დასაჯდომი ბილეთის ნაცვლად „ისთერნ პრომოუშენს“ სარეალიზაციოდ გადასცა მხოლოდ 200 ცალი ფეხზე დასადგომი და 858 დასაჯდომი ბილეთი (სულ დამზადებული 2 610 ბილეთიდან).

 

დანარჩენი 1552 ბილეთი კი სამინისტრომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადასცა, რის შედეგადაც კონცერტიდან შემოსულმა თანხამ  375 000 აშშ დოლარის ნაცვლად მხოლოდ  344.000 ათასი ლარი [დაახლოებით 208 400 აშშ დოლარი]  შეადგინა.  

ანგარიშის თანახმად, შემოსული  თანხა საქველმოქმედოდ გადაირიცხა, ხოლო სტინგისა და კრის ბოტის დამატებითი ჰონორარების (100 000 დოლარი) ანაზღაურება “ისთერნ პრომოუშენმა” სამინისტროსადმი წარდგენილ ხარჯაღრიცხვაში შეიყვანა და მისი ანაზღაურება ბიუჯეტიდან მოხდა.

 

საბოლოოდ, აუდიტის დასკვნის მიხედვით, ამ ყველაფრის და დანარიცხების გათვალისწინებით  ბიუჯეტიდან არაეკონომიურად გახარჯულია 227 900 ლარი.

 

 

სტინგის და ქრის ბოტის კონცერტი ბათუმში 2011 წლის 3 ივნისს გაიმართა და მას საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრო და როგორც ახლა აუდიტის დასკვნით გახდა ცნობილი,  1500 რჩეულიც, რომელსაც ბილეთები პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აჩუქა.

მასალების გადაბეჭდვის წესი