ხელოვნება

ნინო ანანიაშვილის იუბილე და “გედების ტბა” პრიმა ბალერინას შესრულებით

10 აპრილი, 2013 • • 2906
ნინო ანანიაშვილის იუბილე და “გედების ტბა” პრიმა ბალერინას შესრულებით

ნინო ანანიაშვილის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ წარმოდგენაში პრიმა ბალერინას პარტნიორობას უკრაინის ოპერისა და ბალეტის ნაციონალური აკადემიური თეატრის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი დენის მატვიენკო გაუწევს.

 

დენის  მატვიენკოსა და ნინო ანანიაშვილის შემოქმედებითი ურთიერთობა  გასულ წელს დაიწყო. 2012 წელს მატვიენკომ მონაწილეობა მიიღო ნინო ანანიაშვილის სასცენო მოღვაწეობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო  გალა-კონცერტშიც. ამავე წლის ივლისში „გედების ტბა“ ანანიშვილთან ერთად იცეკვა იაპონიაშიც, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის საგასტროლო წარმოდგენის დროს.

 

ნინო ანანიაშვილის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებულ წარმოდგენას მხარს თბილისის მერია უჭერს. პრიმა ბალერინას 50 წელი 28 მარტს შეუსრულდა.

გედების ტბა
გედების ტბა

მასალების გადაბეჭდვის წესი