ხელოვნება

ანდრეი მაკარევიჩის ჯაზი თბილისში [Video]

25 მარტი, 2013 • • 1536
ანდრეი მაკარევიჩის ჯაზი თბილისში [Video]

ცნობილი რუსული როკ-ბენდის “Машина Времени”–ს ფრონტმენს, რომელიც მოსკოვიდან უამინდობის გამო დროულად ვერ გამოფრინდა, გვიან ღამით გრიბოედოვის თეატრის დარბაზი მაინც სავსე დახვდა.

 

მაკარევიჩი საქართველოში 10-წლიანი ინტერვალის შემდეგ ჩამოვიდა, ამჯერად ახალი პროექტით “ჯაზური ტრანსფორმაციები”.

 

მუსიკოსის განცხადებით, ჯაზის შესრულებაზე ბავშვობიდან ოცნებობდა და ძალიან მოხარულია, რომ კარგმა ჯაზ–შემსრულებლებმა თავის კოლექტივში მიიღეს.

 

კონცერტში მონაწილეობას მაკარევიჩთან ერთად ევგენი ბორეცის ტრიო, დუეტი Brill Brothers–ი და ქართველი მომღერალი ეთერ ბერიაშვილი მონაწილეობიდნენ.

ანდრეი მაკარევიჩი თბილისში
ანდრეი მაკარევიჩი თბილისში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი