ხელოვნება

თბილისში ანდრეი მაკარევიჩის კონცერტი უამინდობის გამო გადაიდო

24 მარტი, 2013 • • 1105
თბილისში ანდრეი მაკარევიჩის კონცერტი უამინდობის გამო გადაიდო

ორგანიზატორების განცხადებით, კონცერტი სავარაუდოდ დღეს, 11 საათზე დაიწყება. 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 მარტს თბილისში, გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსულ დრამატულ თეატრში  კონცერტია დაგეგმილი ანდრეი მაკარევიჩის, ევგენი ბორეცის ტრიოს, დუეტი Brill Brothers–ის და მომღერალ ეთერ ბერიაშვილის მონაწილეობით. 

 

კონცერტის ორგანიზატორია საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსული კლუბი“. თბილისელი მაყურებლისთვის წარმოდგენილი იქნება პროგრამა „ჯაზური ტრანსფორმაციები“.  ბილეთების ფასი – 25-50 ლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი