ხელოვნება

Deep Purple თბილისში ჩამოვა

14 მარტი, 2013 • 1115
Deep Purple თბილისში ჩამოვა

Tbilisi Open Air 5 ივნისს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, Dinamo Arena-ზე გაიმართება. გარდა ცნობილი ინგლისური როკ–ჯგუფისა, მასში მონაწილეობას მიიღებენ: Infected Mushroom, Tricky, The Subways, Black Strobe, Modeselektor, Kid Jesus.

 

წინასწარი ინფორმაციით, კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 40–დან 200 ლარამდე იქნება, ხოლო შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება VIP ბილეთები, რომელთა ფასიც 250–დან 500 ლარამდე მერყეობს.

 

Deep Purple
Deep Purple

ჯგუფ Deep Purple–ის შემადგენლობა არსებობის მანძილზე რამდენჯერმე შეიცვალა, 2002 წლიდან დღემდე მის შემადგენლობაში არიან: იან გილანი – ვოკალი, ჰარმონიკა, პერკუსია; სტივ მორსი – გიტარა, როჯერ გლოვერი – ბას გიტარა, დონ ეირი – კლავიშები, იენ პეისი – დასარტყამი ინსტრუმენტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი