ხელოვნება

UMA2RMAN თბილისში

12 თებერვალი, 2013 • • 1195
UMA2RMAN თბილისში

UMA2RMAN
UMA2RMAN

კონცერტი, რომელიც ახლადშექმნილი კომპანია “ჯოი ფრომოუშენის” ორგანიზებით ტარდება, 14 თებერვალს “თბილისი ივენთ ჰოლში” 21:00 სთ–ზე დაიწყება და გაგრძელდება After Party–ით, რომელიც უკვე სასტუმრო “რედისონში” გადაინაცვლებს, სადაც საღამოს მოწვეულ რუს მუსიკოსებს რამდენიმე ქართველი შემსრულებელიც შეუერთდება.

 

ძმები კრისტოვსკების დუეეტი, ქალაქ მოსკოვში 2003 წელს ჩამოყალიბდა. ალტერნატიული როკ–ჯგუფი თბილისს, ძირითადი, ორკაციანი შემადგენლობით ეწვევა.

 

ქართველი მსმენელისთვის ეს დუეტი ახალ სიმღერებთან ერთად, თავის ცნობილ ჰიტებს შეასრულებს, მათ შორის, ალბათ, იქნება სიმღერა “უმა ტურმანი”, რომელშიც ვდლადიმერი, ერთ–ერთი კრისტოვსკი, ჰოლივუდის ვარსკვლავის მიმართ თავის სიყვარულზე მღერის.

 

ახალგაზრდა მეგობრების მიერ შექმნილი კომპანია “ჯოი პრომოუშენი” საქართველოს ყველა ასაკისა და გემოვნების მსმენელის სურვილების შესრულებას ისახავს მიზნად და ქართველ მსმენელს უკვე უამრავ სიურპრიზს ჰპირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი