ხელოვნება

გრემის გამარჯვებულები

11 თებერვალი, 2013 • • 1785
გრემის გამარჯვებულები

grammy
grammy

გამარჯვებულები თითქმის ყველა მუსიკალურ ჟანრსა და მიმდინარეობაში გამოვლინდნენ.

წლის ყველაზე დიდი მუსიკალური ღამე ყველაზე წარმატებული მზარდი პოპულარობის ამერიკული როკ ჯგუფის,  The Black Keys –სთვის აღმოჩნდა, რომელიც ოთხი გრემის მფლობელი გახდა როკის კატეგორიაში:  საუკეთესო შესრულება, საუკეთესო სიმღერა, ალბომი და პროდიუსინგი… გიტარისტისა და მომღერლის, დენ ოუერბახისა და დრამერ, პატრიკ კარნისგან შემდგარი დუეტი, 2001 წელს ჩამოყალიბდა. წელს დაჯილდოებული ალბომი El Camino (2011) კი რიგით მეშვიდეა მათ დისკოგრაფიაში.

პრიზი წლის საუკეთესო ალბომისთვის ამჯერად ბრიტანელებს ერგოთ. ინგლისური ფოლკ როკ ბენდი Mumford & Sons ორი წლის წინ გრემიზე ნომინირებული იყო, როგორც წლის საუკეთესო ახალბედა ჯგუფი. ალბომი Babel, რომელიც წელს გრემის მფლობელი გახდა,  2012 წლის სექტემბერში შეიქმნა და   დიდ ბრიტანეთში წლის ყველაზე სწრაფად გაყიდვადი ალბომი გახდა, ა.შ.შ.–ში კი რიგით მეორე ყველაზე  გაყიდვადი დებიუტი.

წლის საუკეთესო ჩანაწერის სტატუსი Gotye–სა და Kimbra–ს ცნობილმა სიმღარამ მოიპოვა – “Somebody That I Used To Know”. ამავე სიმღერამ მოუპოვა პრიზი Gotye–სა და Kimbra–ს საუკეთესო დუეტისათვის. ნახევრად ბელგიელი, ნახევრად ავსტრალიელი მუსიკოსისა და კომპოზიტორის, Gotye–ს ალბომი Making Mirrors – კი წლის საუკეთესო ალტერნატიული ალბომი გახდა.

წლის სიმღერის ნომინაციაში გრემი, ჯგუფ Fun.–ისა და Janelle Monáe ერთობლივ სიმღერას გადაეცა, სახელწოდებით We Are Young, რომელიც ამავე დროს დაჯილდოვდა, როგორც წლის საუკეთესო დუეტი.

6 გრემის მფლობელმა ადელმა 2011 წლის ფურორის შედეგ, ამჯერად გრემი საუკეთესო სოლო შესრულებისთვის მიიღო -გრემი პოპის ჟანრში, სიმღერით – Set Fire To The Rain [Live]

Gotye
Gotye

გრემი საუკეთესო პოპ–ინსტრუმენტალური ალბომისათვის საყვირისტმა კრის ბოტიმ მიიღო, ალბომისათვის “Impressions”. განაწილდა აგრეთვე პრიზები – საუკეთესო ელექტრონული ალბომის (Skrillex – Bangarang), საუკეთესო მძიმე–მეტალ სიმღერა, (Halestormlove Bites), საუკეთესო  R&B შესრულება – Usher სიმღერით Climax, ტრადიციული R&B შესრულება  – Beyoncé სიმღერით  Love On Top, საუკეთესო სიმღერა R&B ჟანრში, Miguel Pimentel–ის Adorn, საუკეთესი R&B  ალბომი – “Black Radio”. რეპ კატეგორიაში ყველა შესაძლო პრიზი,  – საუკეთესო რეპ ალბომის გარდა – (Drake-ისა “Take Care”) Jay-Z–მ და  Kanye West-მა მიიღეს, სიმღერისთვის  N****s In Paris.

გამოვლინდა საუკეთესო ბლიუზ ალბომი  –  Dr. John–ის  “Locked Down”, და, რას თქმა უნდა, დაჯილდოვდა რამდენიმე ნომინაცია ქანთრის ჟანრში. აგრეთვე, გამოვლინდა საუკეთესო New Age ალბომი – ომარ აქრამის Echoes Of Love, მსოფლიო მუსიკის საუკეთესო  ალბომად, გასული წლი მიწურულს გარდაცვლილი რავი შანკარის The Living Room Sessions Part 1 დასახელდა.

საუკეთესო ჯაზ-ვოკალური ალბომი – Esperanza Spaldi–ის Radio Music Society გახდა, საუკეთესო ჯაზ-ინსტრუმენტულ ალბომად კი ამერიკის მუსიკალურმა აკადემიამ– Pat Metheny Unity Ban–ის “Unity Band” დაასახელა.

The black keys Lonely Boy

Mumford & Sons – I Will Wait

მასალების გადაბეჭდვის წესი