ხელოვნება

საქართველოში კულტურულ-შემეცნებითი მაუწყებლობა ზაფხულიდან დაიწყება

18 იანვარი, 2013 • • 1022
საქართველოში კულტურულ-შემეცნებითი მაუწყებლობა ზაფხულიდან დაიწყება

კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია და მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი საფრანგეთში ვიზიტის დროს გერმანულ–ფრანგული კულტურული არხის „არტეს“ გენერალურ და საერთაშორისო პროგრამების დირექტორებს შეხვდნენ და მათგან რეკომენდაცია მიიღეს კულტურულ–შემეცნებითი მაუწყებლობის ამუშავების შესახებ.

 

მარინე მიზანდარის თქმით, “არტე” მზადაა პროგრამების გაცვლისთვისაც, რათა ქართულ მხარეს ინიციატივის ამუშავებაში დაეხმაროს. საქართველოში კულტურულ–შემეცნებით მაუწყებელს დასაწყისისთვის რამდემიმესაათიანი პროგრამა ექნება. მოგვიანებით კი, როგორც კულტურის სამინისტრო იმედოვნებს, 24–საათიან რეჟიმზეც გადავა.

 

პროექტის ამუშავება 2013 წლის ზაფხულისთვის იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი