ხელოვნება

Chinawoman თბილისში

26 დეკემბერი, 2012 • 2020
Chinawoman თბილისში

chinawoman
chinawoman

Chinawoman, იგივე მიშელ გურევიჩი კანადაში დაიბადა, რუსულ-ებრაული ოჯახში და ტორონტოს რუსული დიასპორის წრეში გაიზარდა. 2010 წელს ტორონტოდან  ევროპაში, კერძოდ, ბერლინში გადასახლდა და უკვე რამდენჯერმე ეწვია კონცერტებით რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, სადაც მისი მუსიკა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. სწორედ რუსულმა და აღმოსავლეთევროპულმა მუსიკამ, ემიგრანტი მშობლებისგან მიღებულმა ერთგვარმა მემკვიდრეობამ, იქონია ყველაზე ძლიერი გავლენა მის შემოქმედებასა და მუსიკალურ გემოვნებაზე. ამ გავლენას მომღერალი ასე ახასითებს – „მელოდიების სტილი, ზოგადი გრანდიოზულობა, აგრეთვე, გამოხატვის ტრაგიკომიკური და სენტიმენტალური ფორმა, ერთდროულად პირქუში და სადღესასწაულო“.

ქართველი მსმენელი Chinawoman-ს 2007 წლის ალბომით „Party Girl” და მომდევნო, 2010 წლის ალბომით „Show Me The Face” იცნობს.

„ოზონი ლაივის“ მედიაკოორდინატორის, სოფო ებრალიძის თქმით, Chinawoman-ს საქართველოში მოსალოდნელზე მეტი თაყვანისმცემელი აღმოაჩნდა და ორგანიზატორების მოლოდინი მსმენელის დაინტერესებასთან დაკავშირებით გამართლდა. კლუბი “ტრიუმფი”, სადაც კანადელი მუსიკოსები სამკაციანი შემადგენლობითა და საათნახევრიანი პროგრამით წარსდგებიან, 1500-ამდე ადამიანს იტევს.

ორგანიზატორების განცხადებით, „ოზონი ლაივის“ ფარგლებში ყოველთვიურად მოხდება ცნობილი უცხოელი არტისტების საქართველოში ჩამოყვანა და რამდენიმე საწყისი ივენთის შემდეგ ქართველი მსმენელი თავად იქნება ჩართული მომავალი ღინისძიების სტუმრის არჩევაში.

ბილეთების რაოდენობა 30 დეკემბრის კონცერტზე უკვე შეზღუდულია, თუმცა ჯერ კიდევ ხელმისაწვდომი სპორტის სასახლისა და თბილისი არენას სალაროებში. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი