ხელოვნება

მუსიკოსი რავი შანკარი გარდაიცვალა

12 დეკემბერი, 2012 • 1949
მუსიკოსი რავი შანკარი გარდაიცვალა

რავი შანკარი ინდურ კლასიკურ მუსიკას სიტარაზე ასრულებდა. მისი შემოქმედებით არაერთი ცნობილი მომღერალი იყო შთაგონებული, მათ შორის ჯგუფ ‘ბითლზის’ წევრი ჯორჯ ჰარისონი. ‘ბითლზი’ არსებობის ბოლო წლებში სწორედ რავი შანკარის მუსიკას იყენებდა საკუთარ კომპოზიციებში. 

 

1960–იან წლებში მუსიკოსი ცნობილ ჯგუფ ‘როლინგ სტოუნზთანაც’ თანამშრომლობდა. რავი შანკარი მონაწილეობას იღებდა 1969 წელს გამართულ ცნობილ ‘ვუდსტოკის ფესტივალშიც’. კრიტიკოსების მოსაზრებით, მან სერიოზული გავლენა მოიახდინა 60–იანი წლების როკ–მუსიკაზე.

 

ინდური მედიის ცნობით, რავი შანკარი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამკურნალოდ იმყოფებოდა და იქვე გარდაიცვალა.

 

მუსიკოსი სამი გრემის მფლობელია. წარსულში რავი შანკარის მეუღლე სიუ ჯონსი იყო, მათი შვილია ასევე ცნობილი მომღერალი ნორა ჯონსი. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი