ხელოვნება

გინესების რეკორდსმენი ვიდეო youtube-ზე

16 ნოემბერი, 2012 • 1568
გინესების რეკორდსმენი ვიდეო youtube-ზე

2012 წლის 11 ნოემბერს MTV Europe Music Awards–ის გამარჯვებული გახდა და წლის საუკეთესო ვიდეოდ აღიარეს.

20 სექტემბერს ვიდეო გინესის რეკორდების წიგნში შევიდა როგორც ვიდეო, რომელმაც youtube-ზე ყველაზე მეტი მოწონება (like) დააგროვა.

Gangnam–ი კორეის ქალაქ სეულის რაიონის ერთ–ერთი ქუჩაა, სიმღერა სწორედ ამ რაიონის ცხოვრების სტილს ეძღვნება.

კლიპი გამოსვლისთანავე პოპულარული გახდა, The Los Angeles Times–ი წერდა, რომ სიმღერამ მთელი მსოფლიო მოხიბლა. K-Pop–ის სტილის სიმღერამ ევროპის და აზიის ჩარტები დაიპყრო და გამოსვლიდან რამდენიმე თვეში iTunes–ის ჩარტის სათავეში მოექცა.

კლიპს youtube-ზე 800 მილიონამდე ნახვა აქვს და მას ამ მხრივ მხოლოდ მომღერალ ჯასტინ ბიბერის Baby უწევს კონკურენციას.

მომღერალმა PSY საკუთარ ქვეყანაში პოპულარობა დიდი ხნის წინ მოიპოვა, მან პირველი ალბომი 2001 წელს გამოუშვა, თუმცა მსოფლიო პოპულარობა მას 2012 წლის ივლისში გამოშვებულმა ალბომმა PSY’s Best 6th Part 1 მოუტანა, რომელშიც სიმღერა Gangnam Style შევიდა.

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი