ხელოვნება

ბერა სოლო კონცერტს გამართავს

11 ოქტომბერი, 2012 •
ბერა სოლო კონცერტს გამართავს

კონცერტის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა, საბოლოოდ სოლო კონცერტი 14 ოქტომბერს დაიგეგმა, თუმცა სვეტიცხოვლობის დღესასწაულის გამო კვლავ გადაიდო:

 

“ჩემო საყვარელო გულშემატკივრებო, იცით, რომ დიდი ხანია იგეგმება ჩემი თბილისის სოლო კონცერტი, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო, რამდენჯერმე გადაიდო. 14 ოქტომბერი სვეტიცხოვლობაა, დღე როდესაც ყველა ქართველი პატივს მიაგებს ჩვენი ქვეყნის უმთავრეს სიწმინდეს. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ კონცერტი 20 ოქტომბერს, 20 საათზე, დინამოს სტადიონზე გავმართო. დიდი მადლობა, მოთმინებისთვის, გაგებისთვის და გვერდში დგომისთვის! მუდამ თქვენი ბერა!!! ” , – ეს ტექსტი ბერამ ოფიციალურ facebook გვერდზე გამოაქვეყნა.

 

კონცერტზე დასწრება ყველა მსურველს შეეძლება და უფასო იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი