ხელოვნება

ელვის პრესლის ბიბლია 94 000 დოლარად გაიყიდა

11 სექტემბერი, 2012 •
ელვის პრესლის ბიბლია 94 000 დოლარად გაიყიდა

1600 გვერდიანი ბიბლია პრესლის ბიძამ და ბიცოლამ 1957 წელს, შობას დღესასწაულზე აჩუქეს. ბიბლია ელვის პრესლის მიერ გაკეთებულ შენიშვნებს შეიცავს.

ბიბლია ერთ–ერთი იყო იმ 100 სამახსოვრო ნივთიდან, რომელიც ელვის პრესლის ეკუთვნოდა და აუქციონზე გამოიტანეს.

ნივთები გასაყიდად ერთ–ერთმა ბრიტანელმა კოლექციონერმა გამოიტანა, რომელიც მომღერლის ნივთებს აგროვებდა და თავისი კოლექციის მეოთხედის გაყიდვა გადაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ აუქციონზე, რომელშიც 300–მდე ადამიანი მონაწილეობდა არ გაიყიდა ელვის პრესლის ნაცვამი შარვალი, რომელიც მას შემდეგ, რაც მომღერალს ეცვა, არ გაურეცხავთ. შარვლის საწყისი ფასი 7 000 ფუნტი იყო, თუმცა დამსწრეთაგან 5 000 ფუნტზე მეტის გადახდა არავინ მოინდომა.

მასალების გადაბეჭდვის წესი