ხელოვნება

რაბათი [Photo]

16 აგვისტო, 2012 • 2087
რაბათი [Photo]

ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ დღეს ისტორიული ციხის გახნის საზეიმო ცერემონიაზე დასასწრებად ქალაქში 20 00 ათასამდე სტუმარს ელიან.

ისტორიულ ციხე-ქალაქში, განახლებული კულტურული ძეგლების გარდა, დღეიდან გაიხსნება სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი, ამფითეატრი, თოჯინების თეატრი, რესტორანი, ორი კაფე-ბარი. ამას გარდა, ისეთი ბრენდების მაღაზიები , როგორიცაა – ”სვოჩი”, ”აქსესორ აიდი”, ’ბენეტონი”, ”მექსი”, ”პიერ კარდენი”, ”პუმა”. იმუშავებს ”ზარაფხანაც”, ”საქართველოს ბანკის” ფილიალი, ”ბილაინის” ოფისი და აფთიაქი ”პე-ეს-პე”. 

დღევანდელი ოფიციალური გახსნის შემდეგ ზედა ციხის დათვალიერება ფასიანი გახდება, ხოლო ქვედა ციხეზე შესვლა უფასო იქნება.

რაბათის ციხის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 34 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი