ხელოვნება

შვედური მელანქოლია თბილისის საკონცერტო დარბაზში [ფოტო]

5 ივნისი, 2016 •
შვედური მელანქოლია თბილისის საკონცერტო დარბაზში [ფოტო]

4 ივნისს თბილისის საკონცერტო დარბაზმა შვედური პოპისა და ტრიპ-ჰოპის შემსრულებელს, ჯეი-ჯეი იოჰანსონს უმასპინძლა. მუსიკოსმა თბილისის კონცერტი ბოლო ალბომის, Opium-ის მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში გამართა. მან საკუთარ ცნობილ კომპოზიციებთან ერთად ახალი სიმღერებიც შესთავაზა აუდიტორიას. ჯეი-ჯეი იოჰანსონი თბილისს მუსიკალური პროექტის, “მუზამეს” მოწვევით ესტუმრა.

ჯეი-ჯეი იოჰანსონის კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში. 04.06.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

20-წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში, მუდმივი ექსპერიმენტებისა და ძიების პროცესში, პოპის, ელექტრონული მუსიკის, ტრიპ-ჰოპისა და ორკესტრული არანჟირებების სინთეზით ჯეი-ჯეი იოჰანსონმა შექმნა ახალი მუსიკა. იოჰანსონს 10 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. მისი ჰიტსინგლები: Far Away, It Hurts Me So, Believe in Us და She Doesn’t Live Here Anymore განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მელომანებში.

ჯეი-ჯეი იოჰანსონის კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში. 04.06.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ჯეი-ჯეი იოჰანსონის კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში. 04.06.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ჯეი-ჯეი იოჰანსონის კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში. 04.06.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ჯეი-ჯეი იოჰანსონის კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში. 04.06.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ჯეი-ჯეი იოჰანსონის კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში. 04.06.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ჯეი-ჯეი იოჰანსონის კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში. 04.06.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

“მუზამე” ახალი კულტურული პროექტია, რომლის მიზანიც არის საქართველოში განსხვავებული, ექსპერიმენტული მუსიკის პოპულარიზაცია და მისი ინკორპორაცია ვიზუალურ ხელოვნებასთან. წინა ივენთის მსგავსად, “მუზამეს” ავტორები ამჯერადაც შეეცადნენ დარბაზში შესული მსმენელისათვის განსხვავებული, არტისტული განათების სტილი და გარემო შეეთავაზებინათ.

მათი ორგანიზებით თბილისს 2 მარტს უკვე ეწვია ავსტრიული ნეოკლასიკური პოპარტისტი Soap&Skin. პროექტის ავტორების განცხადებით, Soap&Skin-ის შემდეგ ქართველ მსმენელში “მუზამეს” მიმართ ინტერესი და მოლოდინი განსაკუთრებით გაიზარდა, რამაც საშუალება მისცა, მომდევნო ნაწილი კიდევ უფრო მრავალფეროვანი და მასშტაბური ყოფილიყო. საზაფხულო შესვენების შემდეგ ორგანიზატორები დიდი საშემოდგომო ივენთისთვის დაიწყებენ მზადებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი