ხელოვნება

ტომ უეიტსი – “Bad as Me”

3 ნოემბერი, 2011 • 1461
ტომ უეიტსი – “Bad as Me”

ტომ უეიტსმა ახალი ალბომი გამოუშვა. “Bad as Me” – ასეთია ალბომის სახელწოდება, რომელიც ბოლო რვა წლის მანძილზე, უეიტსის სტუდიაში “Rabbit Foot” ჩაწერილ ყველა ნამუშევარს აერთიანებს

“Bad as Me” ალბომია, სადაც, როგორც ყოველთვის, მიტოვებულ, წარუმატებელ, ლოთ და ხელმოცარულ ადამიანებზე მღერის. ალბომი, რომელშიც მარტოობის, სიკვდილისა და სიყვარულის თემები ჭარბობს, ტომ უეიტსის საყვარელ მომღერლებს ეძღვნება, მათ შორის ჯეიმს ბრაუნს.

ერთ–ერთი კომპოზიცია “Kiss me” მომღერალმა ამერიკელი მსახიობის, რეჟისორის და დრამატურგის ჯინ უაილდერის ნაწარმოების “Kiss Me Like a Stranger”–ის წაკითხვის შემდეგ დაწერა.

“ეს იყო მელოდია, რომელიც იცდიდა, რომ დაეწერათ” – თქვა ტომ უეითსმა.

სიმღერის “Talking at the same time” შესრულებისას კი, მომღერლის თქმით, მის შთაგონებას რეი ჩარლზი, მარვინ გეი, პრინცი და სმოქი რობინსონი წარმოადგენენ.

“Bad as Me” ტომ უეიტსის რიგით მე–20–ე სტუდიური ალბომია.


Tom Waits – Bad As Me by antirecords

მასალების გადაბეჭდვის წესი