თბილისში 5–დღიანი ვიზიტით როკ–მუსიკის სფეროში მოღვაწე ცნობილი მენეჯერი და პროდიუსერი სტივ უელტმანი იმყოფება. ის საქართველოში “ლოკომოტივ პრომოუშენის” მოწვევით ჩამოვიდა და მათთან ერთად ორი პროექტის განხორციელებას აპირებს.
პროექტების შესახებ სტივმა და “ლოკომოტივ პრომოუშენის” წარმომადგენლებმა დღეს კაფე “ქარავანში” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
სტივ უელტმანის დახმარებით თბილისში 5 ნოემბერს Uriah Heep-ის წევრის, როკ–კლავიშისა და გიტარისტის კენ ჰენსლის კონცერტი გაიმართება. კონცერტის ჩატარების ადგილი ჯერ ცნობილი არაა, თუმცა, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, კონცერტი მყუდრო გარემოში ჩატარდება. აკუსტიკურ კონცერტზე კენ ჰენსლი Uriah Heep-ის ცნობილ ჰიტებს შეასრულებს, ხოლო შუალედებში მსმენელს მისთვის კითხვების დასმის საშუალება მიეცემა.
“რაც შეეხება მეორე პროექტს, ჩვენ ვგეგმავთ უპრეცედენტო მასშტაბის ღონისძიების მოწყობას. როკ–კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოში ცნობილი შემსრულებლები მიიღებენ, მომავალი წლის მეორე ნახევარში გაიმართება”, – განაცხადა “ლოკომოტივ პრომოუშენის” პრესცენტრის ხელმძღვანელმა, გიორგი კიკონიშვილმა.
ორგანიზატორების განცხადებით, კონცერტი 3–დღიანი იქნება და რომელიმე რეგიონში ჩატარდება. კონცერტისთვის ადგილის შესარჩევად მათ სტივთან ერთად რამდენიმე რეგიონი მოინახულეს და ადგილები მონიშნეს.
“საქართველო მომავალ წელს მუსიკალურ რუკაზე გამოჩნდება”, – ასე შეაფასა დაგეგმილი ფესტივალი თავად სტივ უელტმანმა.
სტივ უელტმანისა და “ლოკომოტივ პრომოუშენის” ორი პროექტი
-
20.11.2026
“ტრაგედიიდან ტრაგედიამდე” – რა აჩვენა ფონიჭალაში გაზის აფეთქებამ
-
20.11.2026
როგორია ფონიჭალაში კორპუსის ჩამონგრევისას დაშავებული ბავშვების მდგომარეობა
-
20.11.2026
კაია კალასის განცხადება ცხინვალის შემდეგ სოხუმშიც დაგმეს
-
20.11.2026
ცხოველთა დამცველი ტასო ლოსაბერიძე 2000 ლარით დააჯარიმეს
-
20.11.2026
აუცილებელი იქნება კორპუსის დაზიანებული ნაწილის დემონტაჟი – კალაძე ფონიჭალაში მომხდარზე
-
20.11.2026
PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია
