ახალი ამბები

ახალგაზრდა, რომელიც მოხალისეებს უფასო ტაქსით ემსახურებოდა, გამგეობაში დასაქმდება

19 ივნისი, 2015 • 1075
ახალგაზრდა, რომელიც მოხალისეებს უფასო ტაქსით ემსახურებოდა, გამგეობაში დასაქმდება

როგორც ღარიბაშვილის ოფიციალურ Facebook გვერდზე არის აღნიშნული, ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრს საგანგებო შტაბის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მიაწოდა.

“გიორგი ლომიძე, რომელსაც აქვს შესაბამისი განათლება და კარგად იცნობს რაიონს, მონიტორინგის სამსახურში იმუშავებს.
ახალგაზრდას დღეს უკვე შეხვდა ნაძალადევის რაიონის გამგებელი და იგი მუშაობას უახლოეს მომავალში შეუდგება,”– ნათქვამია გამცხადებაში.

 

პრემიერი გიორგი ლომიძისთვის სამსახურის მოძებნის ინიციატივით გუშინ გამოვიდა

 

 

24 წლის გიორგი ლომიძე, რომელიც მოხალისეებს საკუთარი ავტომანქანით უსასყიდლოდ ემსახურებოდა, ნაძალადევის რაიონის გამგეობაში…

Posted by Irakli Garibashvili on Friday, June 19, 2015

 

თბილისში 13 ივნისს ღამით მომხდარ სტიქიას, დღევანდელი მონაცემებთ, 19 ადამიანი შეეწირა, 3 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სტიქიისგან მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარს მიაღწევს. 

 

დაიტბორა თბილისის ზოოპარკიც. ცხოველების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი გაიქცა. გაქცეულ ცხოველთაგან ნაწილი უკან დააბრუნეს, ნაწილი კი – მოკლეს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი