ხელოვნება

სამინისტროს ცნობით, საოპერო მომღერალმა დაფინანსება თანხების ამოწურვის გამო ვერ მიიღო

17 აპრილი, 2015 • • 1182
სამინისტროს ცნობით, საოპერო მომღერალმა დაფინანსება თანხების ამოწურვის გამო ვერ მიიღო

კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნატო კალმახელიძის თქმით, ქირიამ განცხადებით მუდმივმოქმედ კომისიას მიმართა, რომ მარტისა და მაისის შუალედში იტალიაში ცხოვრებისა და ტრანსპორტირებისთვის დაფინანსება მიეღო.

 

“როდესაც მან შემოიტანა განცხადება, ის თანხა უკვე ათვისებული ჰქონდა იმ კვარტალში. ამიტომ ამ ეტაპზე მას ეთქვა უარი. სჭირდებოდა მგზავრობისა და ცხოვრებისთვის. თუმცა კულტურის სამინისტროს ამაში დადანაშაულება არ შეიძლება, რადგან როდესაც მან კონტრაქტი გააფორმა “ლა სკალასთან”, ეს არის კერძო პირის მიერ გაფორმებული კონტრაქტი. როდესაც აღმოჩნდა, რომ მას არ ჰყოფნიდა თანხები, მერე შემოიტანა განაცხადი”, – ამბობს ნატო კალმახელიძე.

 

საოპერო მომღერალმა მიხეილ ქირიამ განაცხადა, რომ ლა სკალას თეატრთან კონტრაქტი იმიტომ გაწყვიტა, რომ კულტურის სამინისტრომ ცხოვრებისა და მგზავრობისთვის საჭრო თანხით არ დააფინანსა.

 

ქირიას თქმით, თავდაპირველად თანხმობა განაცხადა, რომ 16 მაისს ლა სკალას სცენაზე გამოსულიყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ მცირებიუჯეტიან სპექტაკლში მისი ანაზღაურება არ იქნებოდა საკმარისი იტალიაში ცხოვრებისთვის. მან მიმართა კულტურის სამინისტროს, თუმცა, უწყების განცხადებით, ამოწურული იყო ერთი კვარტლის თანხები, რომელიც განკუთვნილია მსგავსი დაფინანსებებისთვის.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი