ახალი ამბები

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლის თქმით, მანქანაში ხელყუმბარა ჩაუდეს

2 აპრილი, 2015 • 1280
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლის თქმით, მანქანაში ხელყუმბარა ჩაუდეს

“ეს არის ხელის ხელყუმბარა, რომელზეც იყო გარკვეული წარწერები ამოტვიფრული. ეს არის “გაფრთხილება”, “წადით”. მთელი ლაგოდეხის მოსახლეობა და მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად ჩვენ გვერდზეა, რადგან ჩვენი თანამშრომლობა 5–წლიანია და თვალნათლივ ხედავენ იმ ცვლილებებს, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში განხორციელდა,” – განაცხადა გიორგი სულამანიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 

 

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ნათია კობახიძემ კი განაცხადა, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებზე ზეწოლა კატეგორიულად იქნება უარყოფილი:

 

“ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ მომხდარ ფაქტს. ყველა ადამიანი, რომელიც ამ სფეროშია დასაქმებული, რომელიც მუშაობს დაცულ ტერიტორიებზე, მას აბარია ჩვენი ქვეყნის საგანძური და პირნათლად უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობა და პროფესიონალურად ასრულებს. მათზე ყოველგვარი ზეწოლა იქნება კატეგორიულად უარყოფილი,”– განაცხადა მან.

 

გარემოსდაცვითმა ორგანიზაცია ნაკრესმა საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სულამანიძისთვის ყუმბარის ჩადება შესაძლოა მის ანტიბრაკონიერულ საქმიანობას უკავშირდებოდეს. 

 

 

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის დირექტორს, გიორგი სულამანიძეს მანქანაში ხელყუმბარა ჩაუდეს წარწერით „წადით!“ და „გაფრთხილება!…

Posted by NACRES/ნაკრესი on Thursday, April 2, 2015

“ნეტგაზეთს” შსს–ში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს. 

ფოტო – გიორგი სულამანიძის Facebook გვერდიდან
ფოტო – გიორგი სულამანიძის Facebook გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი