ახალი ამბები

ომბუდსმენის აპარატში თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად მაკა გიოშვილი დაინიშნა

24 ნოემბერი, 2014 • • 1269
ომბუდსმენის აპარატში თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად მაკა გიოშვილი დაინიშნა

“საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში დასრულდა თანასწორობის დეპარტამენტის ფორმირების პროცესი.


შეიქმნა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, კონკურსის წესით შეირჩა თანასწორობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტები და თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი. თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა მაკა გიოშვილი, რომელიც 2014 წლის 20 ნოემბრიდან შეუდგა უფლებამოსილების განხორციელებას”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.


მაკა გიოშვილი
მაკა გიოშვილი


ომბუდსმენის აპარატის ცნობით, მაკა გიოშვილმა 2003 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2007 წელს აქვს მიღებული მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა სამართალში მონპელიეს უნივერსიტეტში. 2011 წელს აქვს მიღებული მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო საჯარო სამართალში სტრასბურგის უნივერსიტეტში. წლების განმავლობაში მუშაობდა ადამიანის უფლებათა სფეროში. არასამთავრობო ორგანიზაციაში „ააიპ კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ სხვადასხვა დროს ეკავა პროექტის მენეჯერის, იურიდიული მრჩევლის, გამგეობის თავმჯდომარის, პროექტის კოორდინატორის პოზიციები.

მასალების გადაბეჭდვის წესი