“გადაწყვეტილი აქვს[პრემიერს], ამ თემაზეც ვილაპარაკეთ. ის გვარი, რომელიც მთელი დღე ტრიალებს ეთერში, ნამდვილად არ არის ამ ადამიანზე ლაპარაკი. ვინც მოდის, არის ძალიან ღირსეული და გამოცდილი ადამიანი სხვადასხვა სფეროში. ის სასჯელაღსრულების სისტემიდან არ არის”, – განაცხადა სოზარ სუბარმა მაესტროს ცხრიანში. შეგახსენებთ, რომ დღეს საუბარი იყო სასჯელაღსრულების მინისტრად შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას გადაყვანაზე.

 

სოზარ სუბარმა პრემიერის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის კმაყოფილია იმ სამუშაოთი, რაც სამინისტროში გუნდთან ერთად შეასრულა:

 

“გულწრფელად რომ გითხრათ, მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმ სამუშაოთი, რაც გავწიეთ ჩვენ გუნდთან ერთად . ის ძირითადი რეფორმა, ძირითადი ამოცანა, რის შესასრულებლადაც მივედით, უკვე გადაწყვეტილად მიმაჩნია. მთლიანობაში გასაკეთებელი გავაკეთეთ პრაქტიკულად. დღეიდან რაც რჩება, არის პერიოდული თანდათანობითი გაუმჯობესება, თუმცა ის გარდატეხა, რაც იყო საჭირო, გაკეთდა ამ წელიწადნახევარში. მოხდა სისტემის ჰუმანიზაცია, წესრიგი დამყარდა ისე, რომ არ იყო ძალადობა და ეს არ იყო ძალადობაზე დამყარებული წესრიგი. ადამიანის პატივისცემა, პიროვნების პატივისცემა დაბრუნდა ამ უწყებაში, ადამიანის სიცოცხლის პატივისცემა, ადამიანის ჯანმრთელობის პატივისცემა დაბრუნდა. დაბრუნდა ცოტა პირობითი ნათქვამია, რადგან მე არ მახსოვს, რომ ეს როდესმე ყოფილიყო ამ სისტემაში”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.


სოზარ სუბარი
სოზარ სუბარი

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *