ახალი ამბები

თბილისში ხვალ ღვინის ფესტივალი გაიმართება

23 მაისი, 2014 • • 2410
თბილისში ხვალ ღვინის ფესტივალი გაიმართება

ღვინის ფესტივალი წელს უკვე მეხუთედ გაიმართება. თბილისი მერიის განცხადებით, საუკეთესო ოჯახურ ღვინოებს ღვინის კლუბი სპეციალურად შეარჩევს დეგუსტაციის წესით. ფესტივალზე მსხვილი კომპანიები, მცირე მარნები და ოჯახები ცნობილი და  იშვიათი ქართული ვაზის ჯიშის ყურძნისგან დაწურულ ღვინოებს წარმოადგენენ.


ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება რქაწითელი, საფერავი, მწვანე კახური, ციცქა, ცოლიკოური, ჩინური, შავკაპიტო, თავკვერი, კრახუნა, ალექსანდრეული, ჩხავერი, უსახელოური, ხიხვი, ქისი, ალადასტური, ოცხანური საფერე, ძელშავი, მუჯურეთული, ოჯალეში, კუნძა, გრძელმტევანა, ჭუმუტა, ჩიტისკვერცხა. 

           

ახალი ღვინის ფესტივალების ტრადიცია მეღვინეობით სახელგანთქმულ ყველა ქვეყანაში არსებობს. საქართველოში ღვინის კლუბის ინიციატივით ფესტივალი პირველად 2010 წელს ჩატარდა და ათასობით ღვინის გურმანს უმასპინძლა. მას შემდეგ ტრადიციად დამკვიდრდა, რომ მაისის ყოველ მეორე შაბათს ახალი ღვინის ფესტივალი გაიმართებოდა.

ღვინო
ღვინო

ჯიშური მრავალფეროვნების გარდა წლევანდელი ფესტივალი ქვევრის ღვინის და იშვიათი ჯიშებიდან დაყენებული ღვინოების სიუხვით იქნება გამორჩეული, ამბობენ ფესტივალის ორგანიზატორები. ფესტივალის სტუმრებისთვის შემეცნებით-გასართობი სანახაობა – ჭურის მოხდა და ჭაშნიკი ეთნოგრაფიული მუზეუმის ერთ-ერთ ეზოში მოეწყობა. 

 

ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებს ჯაზ-კვარტეტი “IrReSoNic” და ფოლკლორული ანსამბლი “ახალუხლები”. ფესტივალზ დასწრება ყველა მსურველს შეუძლია. 

 

ფესტივალის პროგრამა:

11:00 ეთნოგრაფიული მუზეუმის კარის გახსნა

12:00 ფესტივალის საზეიმო გახსნა

13:00 ფესტივალის ქვევრის ახდა, რომელშიც საუკეთესო ოჯახური ღვინო იქნება წარმოდგენილი.

13:30 ღვინით სავსე კასრის გათამაშება

14:00 “ღვინის კლუბის მეგობრები 2014” – საქართველოს რაგბის ნაკრების დაჯილდოვება

14:30 ღვინით სავსე კასრის გათამაშება

16:00 ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილეების დაჯილდოვება სიგელებითა და “ღვინის კლუბის” სიმბოლოებით.

18:00 ფესტივალის დახურვა

მასალების გადაბეჭდვის წესი