ახალი ამბები

NDI: გამოკითხულთა 51 პროცენტი მიიჩნევს, რომ მერაბიშილის დაკავება მიუკერძოებელი გამოძიებით მოხდა

12 ივლისი, 2013 • • 1165
NDI: გამოკითხულთა 51 პროცენტი მიიჩნევს, რომ მერაბიშილის დაკავება მიუკერძოებელი გამოძიებით მოხდა

როგორც ჟურნალისტებს  NDI–ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ განუცხადა, ეროვნული მნიშვნელობის საკითხები წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც მარტის თვეში ჩატარდა, უცვლელია.  

 

გამოკითხულთა 61 პროცენტი უმთავრეს პრიორიტეტად დასაქმების პრობლემას ასახელებს, ხილო ტერიტორიული მთლიანობა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა მნიშვნელოვანი საკითხების თავლსაზრისით შედგენილ რეიტინგში მეორე და მესამე ადგილებზეა გადანაწილებული 34 და 30 პროცენტით. 

 

კითხვაზე, მიიჩნევთ თუ არა თავს დასაქმებულად – გამოკითხულთა მხოლოდ 32 –მა პროცენტმა გასცა დადებითი პასუხი. აღნიშნული მონაცემი 4 პროპცენტით აღემატება ამა წლის მარტში ჩატარებული კვლების შედეგებს. 

 

აღსანიშნავია, რომ კვლევის მიხედვით, 2013 წლის მარტის მონაცემებთან შედარებით იკლო იმ ადამინებისნ პროცენტულმა მაჩვენებელმა, ვინც მიიჩნევდა, რომ საქართელო სწორი მიმართულებით ვითარდება. მარტის თვეში ასე გამოკითხულთა 58 პროცენტი ფიქრობდა. მიმდინარე კვლევაში კი ეს მაჩვენებელი 45 პროცენტს შეადგენს. 

 

კითხვაზე, არის თუ არა საქართველოში დემოკრატია? გამოკიღხულთა 38-მა პროცენტმა უპასუხა დიახ, 46-მა პროცენტმა – არა. თუმცა ლუის ნავაროს განცხადებით, გამოკითხულთა 65 პროცენტი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

 

NDI–ის კვლევაში მოხვდა ექსპრემიერ ვანო მერაბიშვილის დაკავების საკითხი. გამოკითხულთა 51 პროცენტი მიიჩნევს რომ მერაბიშილის დაკავება ძირითადად მიუკერძოებელი გამოძიების შედეგად მოხდა, ხოლო 18 პროცენტი აცხადებს, რომ მისი დაკავება ძირითადად პოლიტიკური მოტივით არის განპირობებული.

 

კვლევა ჩატარებულია 12 ივნისიდან 26 ივნისის პერიოდში, სულ სქართველოს მასშტაბით გამოკითხულია 2338 რესპონდენტი პირისპირი ინტერვიუს მეთოდით. საშუალო ცდომილების ზღვარი + – 2,9 პროცენტია. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშოროსო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი