ახალი ამბები

კუკავა: არჩევნებმა აჩვენა, რომ “თავისუფალი საქართველო” მეორე პოლიტიკურ ძალაა საქართველოში

28 აპრილი, 2013 • • 1771
კუკავა: არჩევნებმა აჩვენა, რომ “თავისუფალი საქართველო”  მეორე პოლიტიკურ ძალაა საქართველოში

“იყო მთელი რიგი სფეროების საარჩევნო კამპანიისა, სადაც მეტნაკლებად თანაბარი საშუალება კამპანიის წარმოების იყო. რა თქმა უნდა, არათანაბარი საშუალებები  რიგი მიმართულებებით, თუმცა, საბოლოო ჯამში, ნებისმიერი არჩევნები არის ამ ფაქტორების ერთობლიობა და ამ ფაქტორების ერთობლივი გამოყენების შედეგად დავიკავეთ ჩვენ მეორე ადგილი. ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ “თავისუფალი საქართველო” რეალურად მეორე პოლიტიკური ძალაა” – განუცხადა კუკავამ  ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს. 

 

შეგახსენებთ, რომ 27 აპრილის შუალედურ არჩევნებში ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ნაძალადევის #9 ოლქში 39.48%-ით კოალიცია “ქართული ოცნების” კანდიდატი თამარ კორძაია ლიდერობს.  მეორე ადგილზეა ხმების 17.26%-ით კახა კუკავა, მესამე პოზიციას იკავებს პაპუნა დავითაია– 15.11%, მას მოსდევს ხმების 12.95 %–ით იოსებ მანჯავიძე, ხმების 11.46% მიიღო ზვიად ჩიტაშვილმა, ხმების 3.14% მიიღო გიორგი გუგავამ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი