სამედიცინო დაწესებულებების მედპერსონალი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადამიანის დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ ელექრონული შეტყობინებით აცნობებენ.
ახალი სერვისის პრეზენტაცია იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დოლიძემ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში დღეს გამართეს.
2011 წლის 1 იანვრიდან სამედიცინო დაწესებულელების წარმომადგენლები ვალდებულნიი ხდებიან, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადამიანის დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ ყველა ფაქტი ელექტრონული შეტყობინებით აცნობონ.
შეტყობინების საფუძველზე მოქალაქე ნებისმიერ დროს შეძლებს დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობის მიღებას. თუ ექიმი ელექტრონულ შეტყობინებას არ გამოაგზავნის, თითო შეუტყობინებელ ფაქტზე გათავლისწინებულია ჯარიმა.
დღემდე მოქალაქეს, დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობის მისაღებად, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში მისვლა, საბუთების წარდგენა და ანკეტის შევსება უწევდა.
იასტიციის სამინისტროში ფიქრობენ, რომ საკანონმდებლო სიახლის ძალაში შევლის შემდეგ მოქალაქეებს მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობების მიღება.
როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ამ სერვისის საშუალებით მოხდება დაბადება-გარდაცვალების მყისიერი აღრიცხვა და გარდაცვალების მიზეზების დადგენა.
,,ეს არის პირველი ნაბიჯი, რამელსაც ჯანდაცვის სამინისტრო სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთან ერთად დგამს. ეს სერვისი მოგვცემს ხარისხის კონტროლის, მომსახურების სრულყოფისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგების საშუალებას’’,-განაცხადა დოლიძემ.
