დღეს, 29 ნოემბერს, შუქრუთის მაღაროში მუშა დაიღუპა.

მაღაროს მმართველი Chiatura Management Company-ის განცხადებით, მიწისქვეშა სამუშაოების მიმდინარეობისას მოხდა ტრაგიკული შემთხვევა, რასაც კომპანიის ცვლის უფროსის დ.კ-ის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გარემოებები დგინდება. მომხდარის შესახებ კომპანიამ ყველა შესაბამის უწყებას უკვე აცნობა და აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს და თანადგომას ვუცხადებთ მათ ამ მძიმე დროს. დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე საზოგადოებას განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით“, — ნათქვამია განცხადებაში.