black friday

შავი პარასკევი საუკეთესო დროა, სასურველი ნივთები ფასდაკლებით შეიძინო. ამ პერიოდში, 29 ნოემბრის ჩათვლით, „კრედო ბანკის“ გადახდის სხვადასხვა მეთოდით შეგიძლია ისარგებლო. მანამდე კი აჯობებს, პარტნიორი მაღაზიების შეთავაზებებსა და გადახდის პირობებს გაეცნო და, თუ თანხის გადანაწილებას გადაწყვეტ, ლიმიტიც წინასწარ მოითხოვო.

წინასწარ გადაამოწმე, რა ლიმიტით ისარგებლებ

განვადების ლიმიტის მოთხოვნა MyCredo-ს მობაილ და ინტერნეტბანკში სულ რამდენიმე წუთში შეგიძლია. ბანკი განაცხადს განიხილავს და დამტკიცებისთანავე შეგატყობინებს, რა თანხის ფარგლებში შეძლებ პარტნიორ მაღაზიებში სასურველი ნივთების ყიდვას. ლიმიტი 12 თვის განმავლობაში მოქმედებს, ამიტომ მას არა მხოლოდ შავ პარასკევს, არამედ მომდევნო სადღესასწაულო შეთავაზებების დროსაც გამოიყენებ.

თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდება, კონსულტაციას სერვისცენტრში, ონლაინჩატში ან ცხელ ხაზზე (*4242) მიიღებ, მაღაზიაში კი ბანკის წარმომადგენელიც დაგეხმარება.

გადაანაწილე თანხა „და-ყა-ვით“ ან ონლაინ განვადებით

პარტნიორ მაღაზიებში ტექნიკის, ავეჯისა და სხვა ნივთების შეძენისას შეგიძლია „კრედო ბანკის“ გადახდის ფუნქცია „და-ყა-ვი“ აირჩიო და თანხა 10 თვეზე დამატებითი საკომისიოს გარეშე გადაანაწილო. თუ ადგილზე Keepz-ით ანგარიშსწორება შესაძლებელია, QR კოდი დაასკანირე და გადახდის მეთოდად ეს ფუნქცია მიუთითე.

ონლაინ შეძენისას კი განვადების მოთხოვნა პირდაპირ პარტნიორი მაღაზიის ვებგვერდიდან შეგიძლია. ამ შემთხვევაში ნივთი კალათაში უნდა დაამატო, გადახდის მეთოდად „კრედო ბანკის“ ონლაინ განვადება აირჩიო და განაცხადი შეავსო.

გაეცანი „კრედო ბანკის“ შავი პარასკევის შეთავაზებებს

შავი პარასკევის აქციებს შეთავაზებების გვერდზე გაეცნობი. აქვე შეგიძლია გადაამოწმო, რომელ პარტნიორ მაღაზიაში მოქმედებს ფასდაკლებები და რა პირობებით ისარგებლებ.

სიახლეები რომ არ გამოგრჩეს, თვალი ადევნე „კრედო ბანკის“ ოფიციალურ გვერდს Facebook-ზე და გააქტიურე SMS შეტყობინებებიც. როგორც კი შენთვის საინტერესო შეთავაზებას ნახავ, ისარგებლე სპეციალური პირობებით და შეიძინე სასურველი ნივთი.