დღეს „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელ ყარაჯალაში ბიზნესმენ დურიჩ გაჯიევის ავტომობილს ესროლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ყარაჯალაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს.

„დაკავებულს ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობაში დახმარება. მეორე პირის დაკავების მიზნით გრძელდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები“, – ნათქვამია უწყების კომენტარში.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე 19-109-ე, 236-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ტელევიზიის ინფორმაციით, სავარაუდოა, რომ ბიზნესმენს ფულის მიტანას სთხოვდნენ, ამ ვერსიას უარყოფს გაჯიევის მამა.