დღეს, 21 ნოემბერს, ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, კორპუსში აფეთქება მოხდა.

როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია.

მათივე ცნობით, აფეთქების შედეგად ერთი ქალია დაშავებული, რომელსაც სხეულის დამწვრობა აღენიშნება.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, კურპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია.


“ნეტგაზეთი” გთავაზობთ უსაფრთხოების ზოგადი წესების ჩამონათვალს, რომელიც გაზის მოხმარებისას უნდა დავიცვათ.

ბუნებრივი გაზის არასწორი მოხმარებით ტრაგიკული შედეგი შესაძლოა ორი მიზეზით დადგეს: არასრული წვის შედეგად წარმოქმნილი ნახშირჟანგის (CO) დაგროვებით, რაც მომწამვლელია, და თავად აირის დაგროვებით, რაც ფეთქებადია. უბედური შემთხვევის თავიდან ასაცილებლად საჭიროა უსაფრთხოების წესების დაცვა.

ფოტო: Mega TV