ქვემო ფონიჭალაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ კორპუსიდან 3 დაშავებული ადამიანი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს. მაშველები მუშაობას აგრძელებენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, ნანგრევებში კიდევ არიან მოყოლილი ადამიანები, მათ შორის ბავშვები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ ეტაპზე ამ ინფორმაციას ვერ ადასტურებენ.
აფეთქება ე.წ. ხრუშჩოვკის ტიპის კორპუსში მოხდა. მიზეზი დადგენილი არ არის, თუმცა ვარაუდობენ გაზის გაჟონვას.
ფოტო © ტელეკომპანია “პირველი”
