სადგურის მოედანზე მდებარე გადასასვლელ ხიდზე ხანძარი გაჩნდა.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

ეს საფეხმავლო ხიდი სადგურის მოედანსა და ცოტნე დადიანის ქუჩას აკავშირებს ერთმანეთს. ხიდის შიდა სივრცეში მოქალაქეები ძირითადად მეორადი ტანსაცმლითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით ვაჭრობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის (16:10 საათი) ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საფრთხე მოხსნილია.