15 ივლისს „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ ბათუმში ახალი ფილიალი გახსნა.

დღეიდან, ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩის #30-ში შესაძლებელი იქნება სრული სადაზღვევო მომსახურების მიღება როგორც საცალო, ისე კორპორაციული მიმართულებით.

კომპანია მომხმარებლებს ჰპირდება, რომ უფრო დიდ და თანამედროვედ აღჭურვილ სივრცეში მეტად ხელმისაწვდომ და კომფორტულ მომსახურებას შესთავაზებს. აქ შესაძლებელი იქნება როგორც დაზღვევის შეძენა, ისე მოქმედ პოლისებთან დაკავშირებული ყველა სახის მომსახურების მიღება.

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ახალი ფილიალის გახსნის ცერემონია ბათუმში

„ბათუმი ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია. 21 წლის წინ სწორედ აქ გავხსენით დასავლეთ საქართველოში ჩვენი პირველი ფილიალი, დღეს კი რეგიონში განვითარებისა და ინვესტირების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპზე გადავედით.

ახალი, თანამედროვე და უფრო ფართო ფილიალის გახსნით ვაძლიერებთ ჩვენს პოზიციებს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით. ჩვენი მიზანია, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისა  და ბიზნესისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ  მაღალი ხარისხის სადაზღვევო მომსახურება და მომხმარებლისთვის შევქმნათ კომფორტული, თანამედროვე გარემო, სადაც „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ყველა პროდუქტი და სერვისი იქნება ხელმისაწვდომი.

დღეს მომხმარებელს სჭირდება პარტნიორი, რომელიც ნებისმიერ ეტაპზე სწრაფ, პროფესიონალურ და საიმედო მომსახურებას შესთავაზებს. სწორედ ამ ხედვას ემსახურება ჩვენი ახალი ფილიალიც და, ზოგადად, კომპანიის გაფართოების სტრატეგია,“ — განაცხადა „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გაყიდვების დირექტორმა, გურამ მუხსელიშვილმა.

გურამ მუსხელიშვილი, ჯიპიაის გაყიდვების დირექტორი

ორგანიზაციის დასავლეთ საქართველოს გაყიდვების ხელმძღვანელის, გიორგი ხაჟომიას თქმით, სადაზღვევო სერვისებზე მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება. მისი ინფორმაციით, ბათუმში, როგორც საპორტო ქალაქში, განსაკუთრებით მზარდია მოთხოვნა ტვირთების გადაზიდვის დაზღვევაზე.

„ბოლო წლების განმავლობაში იზრდება ცნობიერება დაზღვევის მიმართულებით და შესაბამისად, მოთხოვნაც.

ამ ეტაპზე, ბათუმში, განსაკუთრებული მოთხოვნა გვაქვს ჯანმრთელობის დაზღვევაზე, როგორც იურიდიული პირებისთვის, ასევე საცალო მომხმარებლებზე გათვლილი. ასევე, ავტომობილების და ტვირთების დაზღვევაზე. ბათუმი არის საპორტო ქალაქი, სადაც ხდება ტვირთების გადაზდვა, შესაბამისად, მოთხოვნა ამ მიმართულებითაც მზარდია ბოლო წლების განმავლობაში.

ბათუმში თანამშრომლების საკმაოდ დიდი რაოდენობით ვართ წარმოდგენილი და ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მეტ პოტენციურ მომხმარებელს მივაწოდოთ ჩვენი სერვისები.

პირველ სართულზე გვაქვს სერვის-ცენტრი, სადაც ვემსახურებით საცალო მომხმარებლებს, მე-6 სართულზე კი გვაქვს ოფისი, სადაც ჩვენი თანამშრომლების ძირითადი ნაწილი არის განთავსებული და იქაც შეგვიძლია მივაწოდოთ სხვადასხვა ტიპის მომსახურება დაინტერესებულ ადამიანებს”, – ამბობს გიორგი ხაჟომია.

გიორგი ხაჟომია, ჯიპიაის დასავლეთ საქართველოს გაყიდვების ხელმძღვანელი

15 ივლისს, ახალი ფილიალის გახსნისას, „ჯიპიაის“ ახალი ფილიალის გახსნაზე მისულ მომხმარებლებსა და პოტენციურ მომხმარებლებს ავტომობილისა და ქონების დაზღვევის შესაძენად 50 და 100-ლარიან ვაუჩერები გადასცეს.

„ბოლო წლებში გახშირებულმა სტიქიურმა მოვლენებმა და სხვა გაუთვალისწინებელმა შემთხვევებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ფინანსური უსაფრთხოება.

დაზღვევა ადამიანებსა და ბიზნესს ეხმარება, თავიდან აირიდონ მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგები და კრიზისულ სიტუაციებში სწრაფად აღიდგინონ ყოველდღიური ცხოვრება თუ საქმიანობა”, – აცხადებენ კომპანიაში.

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ახალი ბიზნეს-სტრატეგია დასავლეთ საქართველოში გაფართოებასა და ფიზიკური ფილიალების ქსელის განვითარებას ითვალისწინებს. სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია ბათუმში ახალი ფილიალის გახსნა, რომლის მიზანია გაძლიერდეს პირდაპირი კომუნიკაცია რეგიონებში მცხოვრებ მომხმარებლებთან.

ნინო ფაცია, დასავლეთ საქართველოს კორპორაციული გაყიდვების უფროსი, ამბობს, რომ ბათუმში, კიდევ ერთ ახალ მისამართზე ელოდებიან ძველ და ახალ მომხმარებლებს: 

„ჯიპიაი ჰოლდინგი უკვე ორ ათეულ წელზე მეტია ოპერირებს დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, მათ შორის, რა თქმა უნდა, ბათუმში – სადაც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კორპორაციული პორტფელით ვართ წარმოდგენილი და რეგიონის უმსხვილეს კომპანიებს ვიცავთ გაუთვალისწინებელი შემთხვევისგან და ვთანამშრომლობთ.
დღეს ჩვენ გავხსენით განახლებული ფილიალი და გაყიდვების ოფისი, სადაც როგორც კორპორაციული, ისე საცალო კლიენტები შეძლებენ დაზღვევის შეძენას და საკუთარი რისკების ევროპის უმსხვილესი სადაზღვევო ჯგუფის კომპანიისთვის მინდობას.
ამიერიდან  გელოდებით ბარათაშვილის 30 ნომერში!”
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ახალი ფილიალის გახსნის ცერემონია ბათუმში