,,კომპიუტერი ყველასთვის’’ პროგრამის დაწყებიდან TBC ბანკში კომპიუტერულ ტექნიკაზე განვადების მოთხოვნა 300%-ით გაიზარდა. ინფორმაცია ნეტგაზეთს TBC ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს.

ბანკის მონაცემებით, ამ პროექტით სარგებლობის სურვილს ყოველდღიურად საშუალოდ 100 ადამიანი გამოთქვამს. TBS ბანკი განცხადებების 70% აკმაყოფილებს.

TBC ბანკი პროგრამაში 13 ოქტომბერს ჩაერთო.  

პროგრამის „კომპიუტერები ყველას“ ფარგლებში TBC ბანკი მომხარებელს შესაძლებლობას აძლევს,  ნივთი  წლიური 18 %-იანი გაძვირებით შეიძინოს.

თუ ბანკმა სრულად რამდენი მოგება მიიღო ამ პროექტის ფარგლებში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ამას ბანკი პროექტის დასასრულს დაითვლის.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *