მარნეულში კლინიკის დაცვის თანამშრომელი, 63 წლის ალადდინ ყანაზადე, რომელსაც 11 აპრილს პაციენტის ოჯახის წევრმა სცემა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას „მარნეულინიუსი“ ავრცელებს.
მომხდართან დაკავშირებით 1 პირია დაკავებულია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ფოტო: რადიო მარნეული
